8 დაღუპული - რუსეთმა ქალაქი ვინიცა დაბომბა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. აგრესორმა რაკეტები პირდაპირ ქალაქის ცენტრში ჩამოყარა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი, დაჭრილია ასევე 8. დამწვარია 25 -მდე მანქანა. 

"რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, უმიზნებს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებს. სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს თუ არა ღია ტერორისტული აქტი?
არაადამიანები.
მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა." წერს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ვიდეოკადრებს ავრცელებს

სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შესაძლოა მხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი