"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინას არ სდომოდა საქართველოს ხელი მოეწერა 40-ზე მეტი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
დავითულიანის განცხადებით, ესეც შესაძლებელია უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებებიდან გამომდინარე.
"ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოვაწერეთ ხელი ჰააგაში უკრაინის მხრიდან წამოწყებულ სარჩელს. რაც შეეხება ამ ნაწილს, თქვენ თქვით, რომ 40 ქვეყანაა და დედამიწაზე არსებობს 200-მდე ქვეყანა და არ ვიცი ამ ორმოცს შორის ჩვენ რატომ არ ვართ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, გავარკვევ, გიპასუხებთ. შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ შენ მოგეწერა ხელი, ესეც შეიძლება მათი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ ვიცი, გავარკვევ, გიპასუხებთ", - ამბობს დავითულიანი.
ცნობისთვის, 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, საქართველო არ შეუერთდა.