"მთავარი არხის" ჟურნალისტების მოსმენებზე ფავლენიშვილმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს მიაწოდა ინფორმაცია

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ბრიუსელში, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა და როგორც თავად წერს, "მთავარიხ არხის" ჟურნალისტების უკანონო მოსმენებზე მიაწოდა ინფორმაცია.  

"Viola von Cramon-ს მოვუყევი სუსის დავალებით გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ, რომელიც ადასტურებს მთავარი არხის ჟურნალისტების უკანონო მოსმენასა და მიყურადებას ქართული ოცნებისგან. 
კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია ჩემგან მიიღო, თუმცა არ გაკვირვებია გამომდინარე იმ რეპრესიული კამპანიისგან, რომელიც ამ არხის და ზოგადად თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს ოლიგარქული რეჟიმის მხრიდან.
ქალბატონი ვიოლა ამ თვეში ესტუმრება საქართველოს და უფრო კონკრეტულად დაინტერესდება ამ და სხვა პრობლემური საკითხებით" წერს ფავლენიშვილი.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი