ვინ ჩაატარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პრეზიდენტმა საკონკურსო კომისია უკვე დაამტკიცა. კომისია დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციებითა და პროფესორ-მასწავლებლებით, თუმცა მათ შორის არ მოხვდა არცერთი გავლენიანი პროდასავლური ორგანიზაცია.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უარს ამბობენ პრეზიდენტის საკონკურსო კომისიის შესვლაზე, რადგან მათი თქმით, ეს არის ფორმალური პროცესი და ცესკოს თავმჯდომარე გახდება სწორედ ის კანდიდატი, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება უცხადებს ნდობას.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომელიც კითხვებს აჩენს პრეზიდენტის დამტკიცებული კომისიის გამჭვირვალობაში, რადგან კომისიის წევრები სხვადასხვა დროს სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციისგან აქვს გრანტი მიღებული. შესაბამისად, მათი თქით, შესარჩევი კონკურსი დამოუკიდებელი ვერ იქნება.
იხილეთ ასევე: