პოლონეთში ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკთან 17,5 ტონა ადამიანის ფერფლი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ პოლონეთში, სოლდაუს მახლობლად, ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკთან მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 17,5 ტონა ადამიანის ფერფლი იყო.

პოლონეთის ხსოვნის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლის ტომაშ იანკოვსკს თქმით, საფლავში სულ მცირე 8000 ადამიანის ფერფლია. 

საერთო საფლავის გათხრის დროს, ტანსაცმლის ნარჩენები, ღილები და ასობით სხვა ნივთი იპოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხედრები დაწვამდე გაძარცვეს.

როგორც BBC წერს, საკონცენტრაციო ბანაკი 1939 წელს აშენდა და ნაცისტური ოკუპაციის დროს გამოიყენებოდა. ნაცისტები კლავდნენ ებრაელებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და პოლონური ელიტის წევრებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი