სპეცსამსახურის აღიარებითი ჩვენება - "მთავარი არხის" წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია სრული კრახით მთავრდება. სუსმა და მისმა აგენტურამ მთავარი კრიტიკული მედიის დისკრედიტირების ნაცვლად საბოლოოდ გაანადგურეს საკუთარი რეპუტაცია. გაი გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, საყოველთაო აღიარებით მხოლოდ ერთი ფაქტის დადასტურებაა - ჩვენ ყველას ისევ გვისმენენ და არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება კამპანიური ხასიათის გახდეს.
და როგორია "მთავარი არხის" რეაგირება?! ჩანაწერის ყველა მონაწილე აღიარებს, რომ ჩანაწერი ნამდვილია და ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ სპეცსამსახურები ხელისუფლების დავალებით მუდმივად გვისმენენ. ამიტომაც "მთავარი არხი" ამ ეტაპზე არ მოითხოვს გამოძიების დაწყებას, რადგანაც ამას აზრი არ აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მთავარ პარტნიორებს - არასამთვრობო სექტორს საქართველოში და დასავლელ პოლიტიკოსებს - ყურადღებით დააკვირდნენ ქართული ოცნების ქმედებებს, შესაბამისი დასკვნები გააკეთონ და გადაწყვეტილებები მიიღონ.
იხილეთ ასევე: