ქვეყნის მართვა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით | "ოცნების" 10-წლიანი მმართველობის ხელწერა

გამოქვეყნდა:

ფარული მოსმენა, კომპრომატის შეგროვება და შანტაჟი "ქართული ოცნების" მართვის სტილად რჩება. არაერთი ხმაურიანი, მამხილებელი ფაქტის გასაჯაროვების მიუხედავად სპეცსამსახურები კვლავ აგრძელებენ ქართული ოცნების ოპონენტების და მხარდამჭერების თვალთვალს.

სუსის კრებსები, ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ვიკილიქსით გავრცელებული აუდიო ჩანაწერები - ქართული ოცნების ათწლიანი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა არცერთი წელი, რომლის განმავლობაშიც რაიმე მსგავსი სკანდალი არ გახმაურებულა. და ხშირ შემთხვევაში ეს იყო ჟურნალისტების და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ფაქტებით შანტაჟის მცდელობა.

ასე დაიწყო ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა შეტევა იმავე მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე, რომელმაც გაუძლო ზეწოლას და ახლა ხელოვნურად შექმნილი ფინანსური ბრალის გამო იმყოფება საპატიმროში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი