ბიძინა ივანიშვილის გადარჩენისთვის "ქართული ოცნება" ისევ ყველაფერზე მიდის. დამარცვლით წარმოთქმული ოლიგარქის სახელი და მისი რეჟიმის დასრულების მოწოდება მმართველი პარტიის ლიდერებისთვის ევროპელებზე თავდასხმის კიდევ ერთი მიზეზი ხდება.
ირაკლი კობახიძე, რომელსაც არგუმენტი აღარ დარჩა, პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადის და თავად ევროპელებისგან ითხოვს იმის მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას აკონტროლებს.
მმართველი პარტიის ასეთი უტიფრობის პასუხად ქართველი ხალხისთვის დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთი რჩევა აქვთ. ევროკავშირის ელჩი ღიად მოუწოდებს ჩვენს თანამოქალაქეებს გამოიყენონ საკუთარი უფლება და შეცვალონ ხელისუფლება.