იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერმინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტმა დრაგის მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად მან პარლამენტს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ დრაგიმ თანამდებობა რამდენიმე საათის წინ დატოვა და მიზეზი სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიის "ხუთი ვარსკვლავის" მიერ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მთავრობისთვის ნდობის არ გამოცხადებაა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი