ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, ჯერ არ იცის, კონკრეტულად როდის გამოაცხადებს კამპანიის დაწყებას.

New York Magazine-თან ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობს, როდის გამოაცხადოს მიღებული გადაწყვეტილება, 2022 წლის შემოდგომაზე შუალედური კონგრესის არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.

"ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, სხვა არაფერი არ მოქმედებს მასზე... თუ მე გადავწყვეტ კენჭისყრას, გავიმარჯვებ... აცნობეთ ხალხს, ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი არც კი იყრის კენჭს, მე რომ ეს გავაკეთო, რადგან გამოკითხვას თუ გადახედავთ, ისინი არც კი დარეგისტრირდებიან. მათ წინააღმდეგ იქნება საპასუხო რეაქცია. ხალხს სურს ჩემი კენჭისყრა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი