ჟურნალისტებზე ფარული მიყურადებისა და ძალადობის მეთოდებს ხელისუფლება არ უნდა იყენებდეს - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას გმობს ევროპარლამენტარი იოაჰიმ კუსი. მისი შეფასებით, ფარული მიყურადებისა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მეთოდებს ხელისუფლება არ უნდა იყენებდეს.

იოაჰიმ კუსი დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას დამოუკიდებელ სასამართლოსა და კანონის უზენაესობასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ევროპარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე უარყოფითად აისახოს.

"ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, ჟურნალისტებზე ფარული მიყურადება წარმოუდგენელია. პრესის დამოუკდებლობა და სიტყვის თავისუფლება ძალზედ მნიშვნელოვანია. როცა ჟურნალისტებზე ძალადობენ, ჩემთვის ესეც შოკისმომგვრელია. ამ მეთოდებს ხელისუფლება არ უნდა იყენებდეს, ეს დაუშვებელია. 

ეს ფაქტი უნდა გამოიძიოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ევალება. ზოგადად თავისუფლი მედია გარემო  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, პრეისის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჟუნალისტების უფლებები. ასევე მნიშვენელოვანია ქვეყაბაში იყოს დამოკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ხორციელდება ფარული მიყურადება ჟურნალისტებზე, ეს ფაქტი ცხადია უარყოფითად აისახება სტატუსის მინიჭების პროცეცზე", - თქვა იოაჰიმ კუსიმ. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი