
პანკ-ჯგუფის "ფუსი რაიოთის'' წევრზე, ანა კუზმინიხზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ "მედიაზონა" საძიებო ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. რას ედავებიან მას, ეს უცნობია.
უფრო ადრე ტელეგრამის არხმა "Осторожно, новости"-მ წყაროს მიუთითებლად გაავრცელა ცნობა, რომ კუზმინიხი ეჭვმიტანილად ცნეს რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის, რომელიც დამაგრებული იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფიტულზე, რომელიც თბილისში დაწვეს.
საქმის ფარგლებში 24 მაისს კუზმინიხის ნათესავების სახლიც გაჩხრიკეს. პანკ-ჯგუფის "ფუსი რაიოთის'' წევრი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნას პუტინის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტივობებს უკავშირებს.
"ძალიან მინდა მჯეროდეს რომ საქართველო არ გადაგამს ამ ნაბიჯს და რუსეთს არ გადასცემს ჩემს თავს, რადგან ბოლო ერთი წელია საქართველო ჩემი სახლია და სხვა არ გამაჩნია. ახლა ისრაელში ვიმყოფები ჩემს მშობლებთან. მეშინია, რომ როდესაც საქართველოში დავბრუდნები საზღავრზე არ შემომიშვებენ.
რუსეთის დატიოვება მიმიწია მას შემდეგ რაც ჩემი დევნა დაიწყეს. რუსეთში დიდი ხანია მითვალთავლებდნენ, რადგან ვმონაწილეობნდი ომის საწინააღმდეგო მანიფესტაციებში, ასევე ხელუსფულელბის წინააღმდეგ აქციებშიაც. ვაპროტესტებდი იმას რაცა პუტინი სჩადის. მათ ეს არ მოწონდათ", - ანა კუზმინიხი.
იხილეთ ასევე: