კანადა რუსეთს ნავთობის, გაზისა და სამრეწველო სექტორის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს უწესებს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში შეჭრის გამო, კანადამ დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ და ამ სფეროში მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა.

"15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში" - წერს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთს, ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს გაუწიონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შავ მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო წარმოებასთან.

გარდა ამისა, აკრძალულია სამრეწველო მომსახურება, სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების სფეროში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი