
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ნოვა-მაიაჩკას დასახლებაში რუსი ოკუპანტების შტაბი და ყაზარმები გაანადგურეს. ინფორმაციას ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი, სერგეი ხლანი ავრცელებს.
"გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ორკებზე ნოვა-მაიაჩკაში. იქ ოკუპანტებს შტაბი და ყაზარმები ყოფილი ბავშვთა სანატორიუმის ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი. ველოდებით დაღუპული რუსების რაოდენობის დაზუსტებას", - ამბობს ხლანი.
Ukrinform-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 16 პოზიცია გაანადგურეს, სადაც ყაზარმები და საბრძოლო მასალის საცავები იყო განთავსებული.