ეს ვაი მოსამართლე არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში - გოცირიძე ლაშა ჩხიკვაძეზე

გამოქვეყნდა:

ეს არის სანქცია. არ მისცეს უფლება, შესულიყო ამერიკაში და მონაწილეობა მიეღო იმ სემინარში, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი მოსამართლეებისათვის. ეს ვაი მოსამართლე არის პირველი მერცხალი სანქციის სიაში, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია, სხვანაირად ვიტყოდი: იგი არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში. მას მიჰყვება აუცილებლად სხვებიც - მოსამართლეები, პროკურორები, სუს-ის წარმომადგენლები, რომლებიც ჟურნალისტებს უსმენდნენ.

ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის წერილს, სადაც ის ადასტურებს, რომ აშშ-ში წამსვლელთა სიიდან სწორედ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ ამოიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი