წლის ბოლომდე, უკრაინის სასარგებლოდ ბრძოლის ველზე სერიოზული ცვლილებები მოხდება - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლო ძირეული ცვლილებები დააანონსა. Financial Times-თან ინტერვიუში, ოლექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა წლის ბოლომდე მოხდეს:

"ამ წლის ბოლოსთვის ბრძოლის ველზე სერიოზული ცვლილებები იქნება უკრაინის სასარგებლოდ. იმედი მაქვს, რომ წელს ჩვენ ვიხილავთ კონტრშეტევის კამპანიას და ეს იქნება წარმატებული", - განაცხადა რეზნიკოვმა. 

მან იმედი გამოთქვა რომ უკრაინა მიიღებს უფრო დიდ დისტანციურ სისტემას, კერძოდ, ამერიკულ HIMARS სარაკეტო გამშვებ სისტემებს, რომლებმაც უკვე „შეცვალეს ომში თამაშის წესები“. 

ჩვენ ვუმტკიცებთ მათ [აშშ-ს], რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ HIMARS სიზუსტით და მივიღებთ კიდევ უფრო დიდ დიაპაზონს - ამბობს რეზნიკოვი. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, დასავლური იარაღის სიზუსტის წყალობით, უკრაინელი სამხედროების დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა თუნდაც მაისთან შედარებით, როცა მხოლოდ დონბასში, დღეში საშუალოდ 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი