ეს ფაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით - დეგნანი "მთავარი არხის" თანამშრომლების აუდიოჩანაწერზე

გამოქვეყნდა:

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა შეასრულონ პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობთ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანსაღი დემოკრატიისთვის - აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "მთავარი არხის" თანამშრომლების უკანონო მოსმენებზე საუბრისას.

"ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს არამხოლოდ ჟურნალისტებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. სწორედ ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ შეეყოვნებინა მოსმენების კანონის მიღება, რადგანაც იგი არ შესაბამებოდა იმ საუკეთესო პრაქტიკას რაც არის მიღებული ევროპასა და მსოფლიოში. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ გამოეძიებინა ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა მოსმენების შესახებ ინფორმაცია ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა პირების მიმართ და მოვუწოდებდით გამოძიების მნიშვნელობაზე . ეს არის შეშფოთების საგანი ყველასათვის, ჩვენ გვინდა საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უსმენენ უკანონოდ.

ზოგადად მედიათავისუფლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკისთვის. ამ კვირაში მქონდა შეხვედრა ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლებთან, გვქონდა დისკუსია და ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც არის. ეს შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ამ მიმართებას ვხედავთ ჟურნალისტებთან ურთირთობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა შეასრულონ პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობთ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანსაღი დემოკრატიისთვის" თქვა კელი დეგნანმა.  

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი