
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ - ლისიჩანსკიდან სევერსკზე, დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გახსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის.
უწყების ვარაუდით, რუსი ოკუპანტების შემდეგი სამიზნე ბახმუტია, სევერსკის დაკავების შემთხვევაში.
განახლებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზმეინის კუნძულიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთი ცდილობს უარყოს, რომ უკრაინამ ის თავის კონტროლქვეშ დაიბრუნა.