"მთავარი არხის" ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან - "უცნობს" სავარაუდოდ ორშაბათს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან.  გამოძიებას ჩვენებას დღეს გიორგი გაბუნია და ეკა სარია, მათი საუბრის უკანონო მიყურადების საქმეზე აძლევენ. 

"უცნობის"გავრცელებულ ჩანაწერზე, რომლის ფიგურანტებიც  პოსტ ფაქტუმის თანამშრომლები არიან, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარებს. 

როდის გამოკითხავენ თავად უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის გამავრცელებელ გაჩეჩილაძეს, ჯერჯერობით უცნობია.

"მთავარის" ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს საგამოძიებოდან დაუკავშირდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ამჟამად იქ "მთავარი არხის" თანამშრომლები არიან არ მიდის, გვიან არ შეუძლია, შაბათ-კვირას არ სცალია და სავარაუდოდ ორშაბათს მივა გამოკითხვაზე. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის  ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი