ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს - ზურაბიშვილი კელი დეგნანზე

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წუხს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამო. 

"ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. მე არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ რამე მტკიცებულებები არის, საერთო დიპლომატიური წესი უნდა იყოს, რომ გაიმართოს ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი ამის შესახებ და არა ტელევიზიებითა და მედიის საშუალებით განცხადებები. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს",- თქვა ზურაბიშვილმა. 

ბოლო დროს, კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც "ოცნებას" ე.წ. ტრიო გამოეყო. ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის საერთო და ინდივიდუალურ განცხადებებში სწორედ დეგნანისა და ზოგადად აშშ-ს საწინააღმდეგო გზავნილები იკითხება.

დღეს კი ეს კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძის აღიარებითი განცხადება გავრცელდა. "ოცნება" და მისი პარტნიორი პოლიტიკოსები აშშ-ს საელჩოს ამჯერად მართლმსაჯულებაში ჩარევაში სდებენ ბრალს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი