"ჩანაწერის გავრცელება ემსახურება რაღაც მიზანს, რასაც დარწმუნებული ვარ, მალე გავიგებთ" | გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

"ჩანაწერის გავრცელება ემსახურება რაღაც მიზანს, რასაც დარწმუნებული ვარ, მალე გავიგებთ" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე შესვლამდე საუბრობს. 

მისი თქმით, გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ მივიდნენ სწორედ იმ შედეგამდე, რაც შემდგომში  ხელისუფლებას სხვადასხვა პროცესების სამართავად დაეხმარება. როგორც გაბუნია ამბობს, ის ითანამშრობლებს გამოძიებასთან და მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, გარდა წყაროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა. 

"იმის იმედი არ მაქვს, რომ გამოძიების მიზანი არის ობიექტური სინამდვილის დადგენა, გამოძიება ჩვენს ქვეყანაში ტარდება იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაც სჭირდება იმ შედეგამდე მივიდნენ და შემდეგ დაეხმაროს ეს მათ სხვადასხვა პროცესებშიც, რაც აქვთ წინასწარ დაგეგმილი. ამ ჩანაწერის გავრცელებას ემსახურება, რა თქმა უნდა, რაღაც მიზანს რასაც ჩვენ მალე გავიგებთ დარწმუნებული ვარ. მე დავეხმარები ყველანაირად გამოძიებას იმაში, რომ მივაწოდო ინფორმაცია, იმისათვის, თუ როგორ მოხდა უკანონო ჩანაწერის მოპოვება. თუ კითხვები იქნება, შინაარსთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ იქ ვსაუბრობთ, თუ იქნება მცდელობა, რომ დაადგინონ უფრო წყაროსთან დაკავშირებული დეტალები, რას განვიხილავთ, რატომ განვიხილავთ ან როგორ, ამაზე მე არაფერს არ ვუპასუხებ", - ამბობს გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ, "ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის მიერ, გადაცემის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი