უკრაინა რუსეთს სთხოვს, არ ისროლონ სვიატოგორსკის ლავრაში და ხალხს ევაკუაციის საშუალება მისცენ

გამოქვეყნდა:

უკრაინა რუსეთს სთხოვს, არ ისროლონ სვიატოგორსკის ლავრაში და ხალხს ევაკუაციის საშუალება მისცენ - ამის შესახებ BBC უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, მოაწყოს უსაფრთხო დერეფანი დონეცკის ოლქის სვიატოგორსკის ლავრის ტერიტორიიდან 600 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციისთვის.

უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსული ჯარები აგრძელებენ სვიატოგორსკის ლავრის დაბომბვას, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მათთან ერთად, ადგილზე ბერები, სხვადასხვა წოდების სასულიერო პირები და მომლოცველები იმყოფებიან. 

ცნობისთვის, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური სალოცავი, სვიატოგორსკის ლავრა, არაერთხელ დაიბომბა რუსეთის მიერ, ხალხი დაიხოცა. დაზიანდა მონასტრის შენობები. ლავრა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.

ქალაქი სვიატოგორსკი რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშაა, ხოლო ლავრა მდებარეობს ქალაქგარეთ, მდინარე სევერსკი დონეცის ნაპირზე, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მონასტერი დგას მთის ქვეშ, რომელიც აქტიურად იბომბება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი