
გერმანია გეგმავს, რომ მოლდოვას 40 მილიონი ევროთი (40.2 მილიონი აშშ დოლარი) დაეხმაროს - ამის შესახებ ინფრომაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ფინანსური მხარდაჭერა ორი არგუმენტით განხორციელდება: 1. დაეხმაროს მოლდოვას, როგორც ევროპის ერთ-ერთ დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ინფლაციისგან თავის დაღწევაში. 2. მოლდოვა ამ დრომდე იღებს საკუთარ ტერიტორიაზე და მასპინძლობს უკრაინელ ლტოლვილებს.
"მოლდოვა ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში იყო, ამ პატარა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ყველაფერი გააკეთა უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად. მოლდოვა - 2,5 მილიონიანი ქვეყანა რუმინეთსა და უკრაინას შორის - კვლავ მასპინძლობს 70 000-ზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ" - თქვა ბაერბოკმა.
მოლდოვა "იგრძნობს ომის ეკონომიკურ ტალღებს", თქვა ბაერბოკმა და დასძინა, რომ ომმა ხელი შეუწყო ქვეყნის 29%-იან ინფლაციას,