ვინიცაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნდა:

14 ივლისს, ვინიცაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. 
ვინიცის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ქალი, რომელმაც ოკუპანტების თავდასხმისას 85%-იანი დამწვრობა მიიღო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

"სამწუხაროდ, დღეს საავადმყოფოში კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა, მას 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. 4 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება", - ნათქვამია ბორზოვის განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუსების სარაკეტო დარტყმას 24 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი