"ოცნების" კამპანია კელი დეგნანის წინააღმდეგ - საგარეო საქმეთა მინისტრი კითხვებს არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართული ოცნების ანტიდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.

კერძოდ, "მთავარმა არხმა" კომენტარის დროს, დარჩიაშვილს სთხოვა შეეფასებინა ქართული ოცნების წევრების განცხადებები აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, თუმცა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კითხვებზე პასუხი არ ისურვა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო სანქციების საკითხი დღის წესრიგში დადგა, ქართული ოცნების წევრებმა ელჩი დეგნანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყებს. ბოლო რამდენიმე დღეა ოცნებიდან ფორმალურად წასული და მოქმედი წევრები ელჩის მიმართ კრიტიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს ავრცელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი