თბილისის მერიის ბიუჯეტი 41 მილიონით გაიზარდა. თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი უკვე დაამტკიცა. ოპოზიციამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, იზრდება მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები და ემატება 37 ახალი შტატი, რაც არსებულ კრიზისულ ვითარებაში, ოპოზიციის თქმით, გაუმართლებელია.
საკრებულოს სხდომა კი ხმაურით დაიწყო. ადგილზე მოქალაქე მივიდა, რომელიც მისი პრობლემებით დაინტერესებას ითხოვდა და სამგორის გამგეობის თანამშრომლებს მასზე ძალადობაში სდებდა ბრალს.
თბილისის საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება და ოპოზიცია გეგმავს მათი თქმით, სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა და სქემების შესახებ, ინფორმაციების გასაჯაროებას.