
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "მთავარი არხის" ჟურნალისტების გამოკითხვები გრძელდება. თითქმის 2 საათია, გამოძიების კითხვებს „უცნობის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი, გიორგი გვიშიანი პასუხობს.
უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტმა თქვა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვს.
"ჩვენ ეჭვი გვაქვს ყველას, რომ მოსასმენი აპარატი იყო დამონტაჟებული სახელმწიფოს მიერ, სუს-ის მიერ. სახელმწიფოს ერთი სტრუქტურის მიერ ჩადენილ დანაშაულს მეორე სტრუქტურა როგორ გამოიძიებს, ეს ჩემთვის ცოტა გაურკვეველია. არ ვიცი რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ. თუ იმასთან დაკავშირებით იქნება, თუ როგორ მოხვდა იქ რაიმე მოსასმენი აპარატურა, ეს არ ვიცი, თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ, ამაზე ცალსახად არ გავცემ პასუხს. გამოიძიებენ თუ ვერ? დიდი ალბათობით, ვერ გამოიძიებენ", - ამბობს გიორგი გვიშიანი.
საქმეზე გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ საქმის მთავარი ფიგურანტი, გია გაჩეჩილაძე (უცნობი)
ამავე თემაზე: