
ოთხი თვის წინ ამ დღეს, Fox News-ის კორესპონდენტი ბენ ჰოლი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო თავდასხმას, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს აშუქებდა. მისი ორი კოლეგა, ოპერატორი და ახალგაზრდა უკრაინელი ჟურნალისტი, ტრაგიკულად დაიღუპა.
ბენ ჰოლი ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს და 40 წლის დაბადების დღისთვის ემზადება - სტატია მის შესახებ გამოცემა People-მა მოამზადა.
სტატიაში ნათქვამია, რომ 39 წლის ჟურნალისტი ჰოლი, გამოჯანმრთელების გზაზეა - ამჟამად იმყოფება ბრუკის არმიის სამედიცინო ცენტრში, სან ანტონიოში, ტეხასის მახლობლად - მთელი მსოფლიოდან დიდი მხარდაჭერის შედეგად, ის აგრძელებს მუშაობას.
„ის არაჩვეულებრივად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რაც მან გადაიტანა და ის ნამდვილად შთაგონების წყაროა“, - ამბობს Fox News-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან სკოტი.
იმ მომენტიდან, როდესაც ჰოლი და მისი კოლეგები 14 მარტს კიევის მახლობლად განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმის დროს დაიჭრნენ, მან მიიღო ეროვნული აღიარება თავისი სამსახურებრივი დამსახურებისთვის.
"ის მოუთმენლად ელის სახლში დაბრუნებას, რათა უახლოეს მომავალში იყოს მეუღლესთან, შვილებთან და შოკოლადის ლაბრადორთან ერთად. ის ასევე მოუთმენლად ელის დაბრუნებას FOX-ის ოჯახში და იმ საქმეზე, რომელიც უყვარს. ჩვენც აღელვებულები ვართ ამ დღით“ - ამბობენ კოლეგები.