ქართველმა ახალგაზრდებმა "დაარღვიეს საზღვარი" და გათელეს ღობე - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

გამოქვეყნდა:

ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ საქართველოს ტერიტორიიდან პროვოკაციების "მზარდ შემთხვევებზე" საუბრობს და აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის რაიონში, სოფელ ქსუისში, ქართველმა ახალგაზრდებმა "დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი" და დააზიანეს ღობე, რომელიც პირუტყვის შესაკავებლად არის გავლებული. "უწყება" ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

 საოკუპაციო რეჟიმი ამას აფასებს "დანაშაულებრივ ქმედებად" და წერს, რომ წელს ასევე დაფიქსირდა "სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნის" მოპარვის ფაქტებიც. 

ე.წ. უწყება ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქმედება "ორგანიზებულია" "საქართველოს რეჟიმის" მიერ  და "ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ვალდებულებას მშვიდობიანი დიალოგის ძიებაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი