"მთავარი ისაა, რომ ყველა ნორმის დაცვით არის, სასამართლოს ნებართვით, განჩინების საფუძველზეა ჩხრეკა ჩატარებული, თუ არ ვცდები დაკავება და მერე უკვე ვნახავთ, რასთან გვქონდა საქმე.
ერთს მინდა ცხადად ხაზი გავუსვა, რაც ჩვენს მმართველობაში არის მკაფიოდ გამოხატული, მიუხედავად იმისა, ის ვინ არის, მაღალჩინოსანი იყო, არ იყო თუ ჩვენი გუნდის წევრი იყო, იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს სასამართლოც და შესაბამისი უწყებებიც."
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებაზე