G20-ის სამიტზე ინდონეზიაში საერთო კომუნიკე ვერ მიიღეს

გამოქვეყნდა:

დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების განსხვავებული პოზიციების გამო უკრაინაში რუსეთის ომზე, ინდონეზიის სამიტი საერთო განცხადების გარეშე სრულდება.  

აშშ-ის სახაზინო მდივნის,  ჯანეტ იელენსის  თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს და უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დასდეს ბრალი, მაგრამ დიდ ოცეულში შემავალი სხვა ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა, შეფასებებში უფრო მეტ თავშეკავებულობას ამჯობინებენ. განსხვავებული პოზიციების გამო კი ოფიციალური კომუნიკე ვერ მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი