თითქმის მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მედია

გამოქვეყნდა:

მთელ უკრაინაში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ამის შესახებ BBC იუწყება Ukrayinska Pravda-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაში გამოცხადდა ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქისა. 

საჰაერო გაფრთხილება ნიშნავს სარაკეტო დარტყმის საფრთხეს და მოსახლეობას მოუწოდებენ თავშესაფრებში გადასვლისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი