
"აზოვსტალის" მცველი ალექსანდრე გრინჩენკო ყვება, თუ როგორ მოხვდა ლეგენდარული "აზოვის" რიგებში, დაიჭრა და გადარჩა თანამებრძოლებთან ერთად, შემდეგ კი ტყვეობაში აღმოჩნდა.
ალექსანდრე გრინჩენკო ომის პირველივე დღეებიდან იყო აზოვსტალში: ჯერ როგორც რიგითი ჯარისკაცი, შემდეგ აზოვის ბატალიონის წევრი. მძიმედ დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და ახლა, ტყვეთა გაცვლის შემდეგ, აგრძელებს მკურნალობას.
"2 მარტს შევუერთდი "აზოვსტალის" დამცველებს. აპრილის დასაწყისში „აზოვში“ დამნიშნეს. მე არ ვარ სუპერგმირი. თებერვლამდე მშენებლობაზე ვმუშაობდი, არ ვიცი, რა გმირობა გავაკეთე. და ბიჭებო, "აზოვსტალიდან" - ყოჩაღ თქვენ!
...ქარხანაზე დაბომბვა თანდათან გაძლიერდა. ჯერ მხოლოდ დღისით, შემდეგ ღამით. გაუჩერებლად გვესროდნენ. როცა ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, ექიმები ვერტმფრენით მაშინ მივიდნენ, ქალაქი ალყაში იყო. ესენი იყვნენ მოხალისე ქირურგები, სამოქალაქო ექიმები. მორიგეობით მუშაობდნენ, მაგრამ როგორ მოახერხეს მუშაობა არ ვიცი. დაჭრილები შემოჰყავდათ და შემოჰყავდათ...
მეც დაჭრილი ვიყავი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თავზე ბეტონის ჭერზე სამი ხვრელია, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ვარსკვლავებს. ყოველი გასროლის ხმა ისმის. და ფიქრობ, რომ შემდეგი რაკეტა შენ მოგვხვდება. უმწეო ხარ. დასამალი არსად არის. ბოლო აფეთქება - ჩვენგან 15 მეტრში მოხდა.
მაგრამ თუ ვინმე „ღრიალს“ დაიწყებდა, მახლობლად ამბობდენ: „შენი განწყობა სხვებს არ გადასდო, მოდი ფილმს ვუყუროთ, ხუმრობები გავიხსენოთ“. ყველას ჰქონდა გადმოწერილი ფილმები, ვუყურებდით ფილმს: "კარიბის ზღვის მეკობრეები", "ბეჭდების მბრძანებელი". ერთი უყურებდა - გადასცემდა მეორეს, მეორე - მესამეს. ტელეფონებშიც იგივე ფილმები. შეიძლებოდა არ შეგეხედა, მაგრამ უკვე იცოდი რაც იყო", - იხსენებს მებრძოლი.
აზოვის მებრძოლი ტყვეობაში ყოფნის ეპიზოდებს იხსენებს და ამბობს, რომ სულ ეუბნებოდნენ, რომ უკრაინას ისინი არ სჭირდება. გეუბნებოდნენ: "არ გაგცვლიან 2 500 ხართ, მაიდანს მოაწყობთ, კიევში შეგიძლიათ ყველაფერი გადაატრიალოთ".