
დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები და ავიატორები მზად არიან საბრძოლველად, თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო ძალები საფრთხეს შეუქმნიან ბრიტანეთს ან მის მოკავშირეებს, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა.
მარშალმა სერ მაიკ უიგსტონმა თქვა, რომ მფრინავები და ეკიპაჟის წევრები ინტენსიურ წვრთნებს გადიან.
"თუ დადგება დღე, როდესაც რუსეთი გააჩაღებს აგრესიას ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და ეს, ჩემი აზრით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ევროპული უსაფრთხოებისთვის, რომელიც შემოჭრის შედეგად მოდის. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი არის ყველაზე მწვავე საფრთხე დიდი ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის - უბრალოდ შეხედეთ მის ქცევას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ... საქართველოში მანამდე"- თქვა უიგსტონმა