"გოგაშვილს გაშლილ ხელებზე უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით" - ადვოკატი 

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ სოსო გოგაშვილს დაკავების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაბეჭდის აღების მიზნით, გაშლილ ხელებზე კონკრეტულ იარაღს უდებდნენ. 

"ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის არე მარჯვენა მხარე აქვს შეშუპებული და წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ როდესაც სოსო გოგაშვილს ჰქონდა ხელები შეკრული უკანა მხარეს, გაშლილ ხელებზე მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით",- ამბობს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე. 

ცნობისთვის, უფლებადამცველების ცნობით, სოსო გოგაშვილი არჩევნების გაყალბების საკითხზე დოკუმენტების გასაჯაროებას აპირებდა და ის დაკავებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. მათი ინფორმაციით, დოკუმენტები უცხოეთში, სანდო ხელშია და 10 დღის განმავლობაში გასაჯაროვდება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი