"ბოლო წვეთი - ასე უწოდებენ პარტნიორები ნიკა გვარამიას დაპატიმრებას" | "ანტიკორუფციული მოძრაობის" შეხვედრები ბრიუსელსა და სტამბოლში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პატიმრები საქართველოში - ეს იყო მთავარი საკითხი, რაც "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებმა სტრატეგიულ პარტნიორებთან განიხილეს. ევროპელ პოლიტიკოსებთან მათ შეხვედრები სტამბოლსა და ბრიუსელში გამართეს.

მათი განცხადებით, პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი და ოლიგარქის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლია.

"ბრიუსელში ვიზიტისას შევხვდი 10-მდე ევროპარლამენტარს. ისინი ასევე დაინტერესებული არიან კონკრეტული ინფორმაციით, რომელიც უკავშირდება იმ ოლიგარქიულ კლანს, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვიხილეთ "ქართული ოცნების" პოზიციები ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით. არსებობს ინტერპარტიული კონსენსუსი, გვარამიას ტყვეობასთან დაკავშირებით, ბოლო წვეთი - ასე უწოდებენ მოთმინების ფიალაში გვარამიას დაპატიმრებას. დასავლურმა სამყარომ შემოიღო სანქციები, რომელთა აღსრულება არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი საკითხი", - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი