მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, აშშ-ზე საუბრისას არავის უნდა დაავიწყდეს, რომ 2008 წელს ომი სწორედ ამერიკამ შეაჩერა და საქართველოს სახელმწიფო გადაარჩინა.
"როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მაშინ გამოიყო 1 მლრდ დოლარი, რითიც გადარჩა ქართული ეკონომიკა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.