ყოფილი ჩემპიონი, ვიტალი ლისუნი ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა - უკრაინის წყალბუთრთის ფედერაცია 

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სპორტსმენი, ჩემპიონი და  წყალბურთის სახელმწიფო მწვრთნელი, ვიტალი ლისუნი ომში დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის წყალბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

ფედერაციის ცნობით, ვიტალი ლისუნი გარდაიცვალა ფრონტის ხაზზე, ხარკოვის რეგიონში. 

"ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში მან ოჯახი უსაფრთხო ტერიტორიებზე წაიყვანა და კიევში დაბრუნდა. კაცმა ვერ გაუძლო და შეუერთდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ვიტალი ლისუნს დარჩა ცოლი ოლენა და ვაჟი ოლექსი. ბიჭი მხოლოდ 9 წლისაა. სხვათა შორის, ის წყალბურთს თამაშობს კიევის დინამოში.

"ეს არის წარმოუდგენელი, კატასტროფული დანაკარგი უკრაინის წყალბურთის ოჯახისთვის. გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ყოველთვის ერთგული იყო თავისი საქმისთვის, რომელსაც მთელი გულით უყვარდა და მხარს უჭერდა წყალბურთის განვითარებას უკრაინაში."- ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინული მედია წერს, რომ ვიტალი მხოლოდ 44 წლის იყო, ომის პირველივე დღეებიდან შეუერთდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს, გაიარა სამხედრო მომზადება საზღვარგარეთ და შემდეგ ფრონტის ხაზზე გავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი