
საქორწინო ხელშეკრულებები მეუღლეებს შორის ზოგადად სერიოზული საქმეა - მაგრამ „კონტრაქტი“, რომელსაც ხელი მოაწერა ინდოელმა წყვილმა, სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.
BBC წერს, რომ იდოელი წყვილის კონტრაქტის 16-წამიანმა ვიდეომ, რომელშიც პატარძალი და საქმრო ხელს აწერენ ხელშეკრულებას, 45 მლნ ნახვა დააგროვა. მთავარი ყურადღება სიის პირველ პუნქტზე იყო მიპყრობილი - "თვეში მხოლოდ ერთი პიცა".
24 წლის შანტი პრასადი, რომელსაც მეგობრები უწოდებდნენ, როგორც "პიცაზე გაგიჟებულს" - დაქორწინდა თავის კოლეჯის საყვარელზე, 25 წლის მინტუ რაიზე, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს პიცა.
"პირველ პაემანზე მივედით პიცერიაში. ვიცოდი, რომ პიცაზე უნდა წამეყვანა, რადგან ის ყოველთვის პიცაზე ლაპარაკობდა", - ამბობს მინტუ, რომელიც ფლობს ქალაქში ელექტრო საქონლის მაღაზიას.
კონტრაქტი, რომელიც ქორწინებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოაყალიბეს, რამდენიმე სხვა პირობასაც მოიცავს, კერძოდ, მინტუმ კვირაობით საუზმე უნდა მოამზადოს, ყოველ 15 დღეში ერთხელ უნდა წავიდეს საყიდლებზე და გვიან ღამით წვეულებებზე წასვლა მხოლოდ ცოლის თანხლებით შეუძლია.
პიცის მიღების შეზღუდვის გარდა, შანტი უნდა დათანხმდეს ყოველდღიურად სპორტდარბაზში სიარულსა და სარის ტარება - "რადგან მინტუ ამბობს, რომ სარიში ძალიან ლამაზად გამოიყურებ