"ვრემიას" რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს

გამოქვეყნდა:

"ვრემიას" რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს. ინფორმაცია მის ოფიციალურ Facebook-ზე ვრცელდება. მისი ადგილსამყოველი ამ დროისთვის უცნობია.

ცნობილი არაა არც დამატებითი დეტალები. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 15 მარტს, "ვრემიას" რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, პირდაპირ ეთერში ​უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა, რის შემდეგაც ის დააკავეს. მანამდე კი მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს: "სამწუხაროდ, ვაშუქებდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია".

მაშინ კრემლის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა, რაც დაახლოებით 278 დოლარია. 25 მარტს კი მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყესპროკურატურა, ჟურნალისტს დეზინფორმაციის გავრცელებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი