სროლა კალიფორნიაში, ბოულინგის დარბაზში | დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულია ორი

გამოქვეყნდა:

კალიფორნიაში ბოულინგზე სროლის შედეგად ერთი ადმინი დაიღუპა და ორი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს. 

პოლიციის ცნობით, კალიფორნიის ბოულინგის დარბაზში, ბარში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სროლა შაბათს ღამით ლივერმორში, Granada Bowl-ში მამაკაცთა ჯგუფს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. 

ერთ-ერთი დაშავებული 28 წლის კაცია, დაშავებულები სტაციონარში არიან გადაყვანილი და მათი მდგომარეობა სტაბილურია.სამართალდამცველები მსხვერპლის ვინაობაზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. 

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და ამ დრომდე ეძებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი