
დიდი ბრიტანეთის კინოთეატრების ქსელმა Showcase სიცხის დროს წითელთმიან ადამიანებს სეანსზე უფასოდ შესვლა შესთავაზა.
მეტეოროლოგიური ოფისის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პირველად, მომავალ კვირას ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს. ორშაბათს, 18 და სამშაბათს, 19 ივლისს, წითური ადამიანები - რომლებიც კვლევებით დადგინდა, რომ უფრო მგრძნობიარენი არიან მზის მიმართ, ვიდრე სხვები - შეძლებენ Showcase კინოთეატრში ნებისმიერ ფილმზე დასწრებას უფასოდ.
The Independent წერს, რომ თითო წითურ ადამიანზე დღეში ერთი ბილეთის მოთხოვნაა შესაძლებელი და ადგილობრივი სალარო მათ თანხას არ გამოართმევს.