BBC-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ გადაყენებული, ივან ბაკანოვი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა, როდესაც ზელენსკი და მისი პარტია "ხალხის მსახური" ხელისუფლებაში მოვიდა.
ის ზელენსკის ბავშვობის მეგობარია, ისინი ერთად მუშაობდნენ "Квартал 95-ში"
საარჩევნო კამპანიის დროს ბაკანოვი ხელმძღვანელობდა ზელენსკის შტაბს. ბაკანოვს აქვს სამართლის ხარისხი. მის მეუღლეს ოქსანას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა.
ივნისში ამერიკულმა გამოცემამ Politico-მ დაწერა, რომ ბაკანოვმა შესაძლოა, ადგილი დაკარგოს. გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ზელენსკი აპირებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლას ფრონტზე წარუმატებლობის სერიის და ხერსონის დაკარგვის შემდეგ. თუმცა, 27 ივნისს პრეზიდენტმა პუბლიკაციასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მისი [ბაკანოვას – რედ.] გათავისუფლება რომ მინდოდეს, უკვე გავათავისუფლებდი“.
აპრილში ზელენსკიმ ისაუბრა "მოღალატეების პრობლემაზე უსაფრთხოების თანამშრომლებს შორის". შემდეგ მან დეპარტამენტის რამდენიმე ხელმძღვანელს თანამდებობა ჩამოართვა.
ამავე თემაზე: