კიდევ ერთხელ მინდა ელჩს მივმართო, არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული, თუ არ არის - ჩხიკვაძე დეგნანს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე დუმილს არღვევს და "იმედის" ეთერში საუბრობს. მისი მტკიცებით, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა და ახლა გაჩუმება დანაშაულია. მოსამართლე ამერიკას განმარტებებს სთხოვს - აინტერესებს რატომ ამოიღეს ის იმ მოსამართლეთა სიიდან, რომლებიც შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად უნდა წასულიყვნენ. ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებაც, მასზე ზეწოლის ნაწილია.

"სწორედ, მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების გამო მიიღო საელჩომ ის ცნობილი გადაწყვეტილება, რაც ჩემ ამორიცხვას გულისხმობდა აშშ-სი დაგეგმილი ვიზიტის. კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ ელჩს მივმართო, იგივე შეკითხვით, არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული ამ მოცემულობით, თუ არ არის", - თქვა ჩხიკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა. მის შემდეგ, ამერიკაში ტრენინგზე ვერც კიდევ 5 მოსამართლე წავიდა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი