ლაშა ჩხიკვაძის სკანდალის შემდეგ, "ოცნებამ" 5 მოსამართლე აშშ-ში ტრენინგზე არ გაუშვა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებისა" და სასამართლოში არსებული "კლანის" გადაწყვეტილებით, 6 მოსამართლე აშშ-ში კვალიფიკაციას ვეღარ აიმაღლებს.

მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტრენინგზე არც სხვა მოსამართლეები გაეშვა.

ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა გაირკვა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

რაც შეეხება ლაშა ჩხიკვაძეს, ისევ კვლავ არ პასუხობს კითხვას, მიიღო თუ არა ოფიციალური განმარტება აშშ-ის მხრიდან კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებიდან მის მოხსნასთან დაკავშირებით: 

"არ ვარ საქმის კურსში. არ იყო ჩემთან კომუნიკაცია. ვერ გავაკეთებ კომენტარს", - ამბობს ჩხიკვაძე.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფლორიდაში 2-თვიან კურსს გაივლიან ქართველი ადვოკატები. ისინი შტატებში უკვე გაემგზავრნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი