
ძლიერი ხანძარია ევროპაში. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთსი ტყის ხანძრის გამო 1 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი გავრცელდა ესპანეთში, ხორვატიასა და საბერძნეთშიც.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია პორტუგალიაში.
ესპანეთში ხანძრის შედეგად 200 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი განადგურდა, ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრეებმა სიტუაციის სტაბილიზაცია მოახერხეს.
ხანძარი ესპანეთში პარასკევს სამხრეთის ქალაქ მალაგაში გავრცელდა, შედეგად 3 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაახლოებით 2 000 ადამიანი საცხოვრებელ სახლში უკვე დაბრუნდა.
რაც შეეხება პორტუგალიას, ძლიერი ხანძრის გამო ქვეყანაში ორი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 60 კი დაშავდა. განადგურებულია 12 000-15 000 ჰექტრამდე მიწა.
ბოლო დღეებში, პორტუგალიასა და ესპანეთში სიცხის გამო 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.