საკონსტიტუციოს თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა მანანა კობახიძის მიმართ მოსმენას გარკვეული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლო უკანონო მოსმენების წინააღმდეგ უძლურია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მედიასთან აღიარებს, რომ რა ნორმაც არ უნდა შეცვალოს სასამართლომ მოსმენების კანონში, ეს ვერ იქნება უკანონობის აღმოფხვრის გარანტი. 

მერაბ ტურავას კითხვები აქვს საკუთარი კოლეგის,  მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ განხორციელებულ უკანონო მიყურადებაზე და ამბობს რომ შესაძლოა კობახიძის მიმართ მოსმენას გარკვეული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.    

მანანა კობახიძე ერთადერთი მოსამართლეა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩივის. მან საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ე.წ-ი სუს-ის  კრებსების გასაჯაროების შემდეგ მიმართა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში საკუთარი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები აღმოაჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი