მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ს პროკურატურაში უჩივლა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის გამო, პროკურატურას სარჩელით მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. 

მანანა კობახიძემ "მთავარ არხს" უთხრა, რომ პროკურატურაში უკვე გამოკითხეს. 

"როგორც კი გაჟღერდა და ვნახე, რომ არის რაღაც ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ მე მეხებოდა და ჩემთან დაკავშირებულ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, მე ჩემივე ინიციატივით მივმართე შესაბამისი განცხადებით პროკურატურას და მოვითხოვე ამ ფაქტის გამოძიება. შესაბამისად, დავიკითხე მოწმის სახით", - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვას - ხომ არ იქნება მისი სახელი და გვარი იმ სარჩელში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სტრასბურგში გასაგზავნად ამზადებენ, მან უპასუხა, რომ ჯერ გამოძიებას დაელოდება:

"მე უბრალოდ ჯერ დაველოდები გამოძიებას. მაშინ მივდივართ სტრასბურგში, როდესაც ამოიწურება ყველა გონივრული საშუალება. არის იქ რაც მახსოვს სიტყვა სიტყვით, მე არ ვადასტურებ ამ შინაარსის ავთენტურობას, თუმცა ის, რომ კომუნიკაცია შედგა, ეს იყო ფაქტი. ეს არის გამოსაძიებელი, მე მისმენდნენ, მამა გიორგის თუ ორივეს", - თქვა მანანა კობახიძემ.

საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება არ გაუვრცელებია.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი