გაუგებარია, როცა დეპუტატები ამბობენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა შეიძლება დესტრუქციული იყოს - პრეზიდენტის მდივანი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხალაძე ამბობს, რომ გაუგებარი და გასაკვირია "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშე სესიის შეკრება შესაძლოა დესტრუქციული და კონფრონტაციული იყოს.

მისი თქმით, ეს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნებოდა.

"ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში ვინმე იძახის, მითუმეტეს დეპუტატები, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა ეს შეიძლება კონფრონტაციული ან დესტრუქციული ნაბიჯი იყოს, გასაკვირია. ჩვენი მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უნდა იმუშაოს ყველა ფორმატში, როგორც ოპოზიციამ უნდა მიიღოს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, ასევე, უმრავლესობამ უნდა განაცხადოს თანხმობა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე და ასევე, კომიტეტებში მუშაობაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, ასე მიგვაჩნია ჩვენ და ეს იქნება ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ დროულად დასრულდეს იმ 12 პუნქტზე მუშაობა, რომელიც ევროკავშირმა წარმოგვიდგინა შესასრულებლად", - თქვა გიორგი მსხილაძემ.

 "ქართულმა ონცებამ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებენ. გივი მიქანაძის თქმით, ამ სესიის მიზანი პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა წესით ხვალ, 19 ივლისს უნდა ჩატარდეს. 

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, ზურაბიშვილს საპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა. ოპოზიციის თქმით, რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი