გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში ეროვნული პარკი დაარსებდა. მისი თქმით,  დაცული ტერიტორიები ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰა-ზე გაშენდება.

"დღეს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ იქ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ ბიზნესი", - თქვა ოთარ შამუგიამ. 

მისივე განცხადებით, დაფინანსება მთავრობას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე, კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან აქვს, რისი ნაწილიც რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება. 

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ 104 000 ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს, დავით ხიდაშელს გადასცა. "მწვანე ალტერნატივამ" და გარემოს დამცველებმა მთავრობის აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ფოტო: ნიკა ღლონტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი